წესდება

 



სსიპ  ქალაქ მცხეთის  N2 საჯარო  სკოლის  

კლუბ  ,,Techno -Club- ის

წესდება

მუხლი 1. ზოგადი    დებულებები

1. კლუბი  ,,Techno-club“- ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია სსიპ ქალაქ მცხეთის N2   საჯარო  სკოლის  ბაზაზე მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.

2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.

3. კლუბს  აქვს  სახელწოდება ,  ლოგო და ვებ-გვერდი.

4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,   სსიპ ქალაქ მცხეთის  N2 საჯარო სკოლა.

 

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  დაარსების იდეა

1.კლუბის მიზნებია:

1.1.  სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;

1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;

1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;

1.4. მოსწავლეთა კვლევის,  ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;

1.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

1.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;

1.7. პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;

1.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;

1.9. მოსწავლეებში ვიზუალური პროგრამირების კუთხით (Scratch) ცოდნის გაღრმავება.

1.10. მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბება.

2. კლუბის დაარსების იდეა გამომდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებიდან, ვიზუალური პროგრამირება და კოდის წერა რთული პროცესია, ამიტომ ვფიქრობ კლუბის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა პროგრამირებაში, შექმნან სხვადასხვა პროექტები და  მიიღონ მონაწილეობა  კონფერენციებში.

 

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

 

1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;

2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის დაწყებითი კლასის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;

3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;

4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;

5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;

6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;

7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:

ა) პირადი  განცხადების  საფუძველზე;

ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;

გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;

8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

 

1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;

2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

 

მუხლი 5. კლუბის  მუშაობა

 

1. კლუბი  იკრიბება  კვირაში ერთხელ.

2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამუშაო გეგმით;

3. კლუბის კურატორი  ინტერნეტ სივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:

3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;

3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;

3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;

3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;

3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;

4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:

4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხებზე;

4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;

4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;

4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

 

მუხლი 6. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

 

კლუბის საქმიანობა წყდება:

ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);

ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

მუხლი 7. ცვლილებების შეტანა

კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

 

 

No comments:

Post a Comment

საგანმანათლებლო რესურსი - school.emis.ge

  https://school.emis.ge/Computer-Science/Class-5/objects-moving-4/1.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-5/conditional-operat...